ქვემო სობისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ გიგაურმა კანის მოდელი შექმნა
18-05-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ გიგაურმა კანის მოდელი დაამზადა. მისი ნამუშევარი ძალიან საინტერესო და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო. 

დავალება პედაგოგ თამარ ბერიძის ხელმძღვანელობით შესრულდა. 

მარიამ გიგაური აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთო. მან თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203