„აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ - მაწიმის საჯარო სკოლელების გზავნილი და საინტერესო აქტივობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობით აღინიშნება. სწორედ ამიტომ, მრავალფეროვანი აქტივობა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ის რესურსოთახში განხორციელდა. აქტივობაში სსსმ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„აუტიზმის გასაღები სიყვარულია“,- ასეთია მაწიმის საჯარო სკოლელების გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: