„იარეთ წინ სინათლისაკენ, სიმართლისაკენ“- შრომის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
18-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კლიპი ჩაწერეს. 

კლიპი მრავალაფეროვანი და სანახაობრივია, აბიტურიენტები თავიანთი კლასის, მოლდინებისა და მიზნების შესახებ მღერიან. 

მათ სკოლის დამთავრებას დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„ჩემო ლამაზო და მოუსვენარო ბავშვებო, სადაცაა დამთავრებთ სკოლას. ფეხბედნიერი იყოს თქვენი სვლები ცხოვრების ფართო გზა- ბილიკებზე. ისწავლეთ კარგად, გამოადგეთ ქვეყანას...იარეთ წინ სინათლისაკენ, სიმართლისაკენ!.. და , რაც მთავარია, გიყვარდეთ ადამიანი“,- წერს სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203