ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
18-05-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ ეგიდით, საინფორმაციო შეხვედრა - „ერთად დავასრულოთ ტუბერკულოზი“ გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი გახლდათ დაავადების არსის, მისი პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

თემაზე ლექცია წაიკითხა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი მაღრაძემ. ის მოსწავლეებს ესაუბრა დაავადების წარმოშობისა, გავრცელების, სიპტომების, დიაგნოზირების, მკურნალობისა და პრევენციისა შესახებ.

მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს აზრი, თავადაც ისაუბრეს დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის საშუალებებზე.

აქციის ფარგლებში სკოლას გადაეცა სხვადასხვა ჯიშის ნერგები. მოსწავლეებმა „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელთან ერთად წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგები სკოლის ეზოში დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203