ჯურუყვეთის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებს - რუსუდან გიგინეიშვილს და თეკლე გოგუაძეს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
18-05-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „პერსეფონელების“ წევრები რუსუდან გიგინეიშვილი და თეკლე გოგუაძე პროექტში - „გახდი მოდებატე“ მონაწილეობდნენ. 

მათ თავდაპირველად კონკურსი გაიარეს და იმ 24 ახალგაზრდას შორის მოხვდნენ, ვინც ერთთვიანი ტრენინგი გაიარა.

აღნიშნული პროექტი ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და სოციალური კაფე Ketostan / ქეთოსთან პარტნიორობით გაიმართა.

მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც შეისწავლეს: დებატების ხელოვნება, არგუმენტების წერის მთავარი პრინციპები,  არგუმენტების გაბათილების მეთოდები, შეკითხვის დასმისა და ასევე პასუხის გაცემის ხელოვნება, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების გზები, ჯვარედინი დაკითხვის სტილი, დამაჯერებლად საუბრის ხელოვნება, დარწმუნების ხერხები, შემაჯამებელი და დასკვნითი სიტყვით გამოსვლის ხელოვნება, ეფექტურ საჯარო გამოსვლა. 

დაკვნით ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

„პროექტის მიზანი ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გახლდათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203