„მოგზაურობა ჩარლი ჩაპლინის სამყაროში“- წყალტუბოს N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე კომიქსები შექმნეს
18-05-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე კომიქსები „მოგზაურობა ჩარლი ჩაპლინის სამყაროში“ შექმნეს. 

მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, კომიქსები შექმნეს და ინფორმაცია სხვებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აქტივობა ინგლისური ენის მასწავლებელის ეთერ გერაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203