აფხაზეთის N1 სკოლაში თამარ მეფის ხსენების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
18-05-2022
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-5ბ კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს, რომლის ფარგლებშიც ლეგენდები და ხალხური ლექსები გაახმოვანეს.
„საქართველოს მიწის ყოველი ნაბიჯი თამარის ლეგენდითაა აყვავებული. იგი ყოველი ქართველის გულშია; მისი ამოუცნობი, ბურუსით მოცული საფლავი კი ლამაზი საყვავილეა, სადაც დედოფალი განისვენებს. სწორედ თამარის ხსენებას მიეძღვნა ღონისძიება, სადაც მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინათინ ჯღარკავას ხელმძღვანელობით, გაახმოვანეს ლეგენდები და ხალხური ლექსები უკვდავ თამარზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს