ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
18-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა ზღაპრების - „წითელქუდა“ და „სამი გოჭი“ განიხილეს და ინსცენირება გააკეთეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სკოლასთან შერწყმული, ვაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ კლასების ხელმძღვანელები: ნებული შაშიკაძე, ლელა შუშანიძე და გულნარა ავალიძე გახლავთ.
„დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისათვის და ღონისძიების საუკეთესოდ წარმოდგენისთვის. წარმატებები თითოეულ მათგანს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს