ვალის N4 სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
18-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და გუნდური სულისკვეთების გაღვივების მიზნით, სააღმზრდელო-სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ერთმანეთს ორი გუნდი -„ვარსკვლავები“ და „ცისარტყელა“ შეეჯიბრა.

მოსწავლეები მრავალფეროვანი თამაშებითა და შეჯიბრებებით ცდილობდნენ გამარჯვების მოპოვებას.

„მხიარული სტარტები“ მასწავლებლების - ირმა ჯანაშვილისა და გელა აზირაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მათ შეარჩიეს ასაკის შესაბამისი აქტივობები და დაგეგმეს ღონისძიება.

სპორტულ ნომრებს აფასებდა ჟიური. დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. გუნდებს გადაეცათ I და II ადგილის შესაბამისი მედლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს იმისათვის, რომ ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობით მოზარდების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203