ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
18-05-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ფრიდონობა“ მოულოდნელი ექსკურსიით დაგვირგვინდა და ბავშვებმა გონიოს ციხეზე გაისეირნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე ღონისძიების ორგანიზატორებს, ქედის მუზეუმის ხელმძღვანელს, ვაჟა ფარტენაძესა და დაფინანსებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის მერიას მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს