
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ღონისძიებაში „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებული იყო.
სკოლის გუნდმა „მეტამორფოზა“ ვიქტორინაში წარმატებით იასპარეზა და შესაძლებლობები გამოავლინა.
თამაშის შემდეგ სამახსოვრო სიგელები ყველა მონაწილეს გადაეცა, ხოლო გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სპეციალური პრიზი საუკეთესო მოსწავლეს ჩოხატაურის დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფო ჯინჭარაძემ გადასცა.
„წარმატებით იასპარეზა ქვენობნის საჯარო სკოლის გუნდმა „მეტამორფოზა" , რამაც დიდი გამოცდილება შესძინა გუნდს. ეს იყო საინტერესო ,შთამბეჭდავი დღე თითოეული მათგანისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდეულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: