კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
18-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, შორენა ჭყოიძემ მოსწავლეებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოკრძალებული ღონისძიება ჩაატარა.
პედაგოგმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და წუთიერი დუმილით ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.