ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა ანიმაციური ფილმებიდან სიუჟეტები „გააცოცხლეს“
18-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე პრეზენტაცია თემაზე - „თოჯინების თეატრი“ მოაწყეს.
პრეზენტაციის ფარგლებში მეხუთეკლასელებმა სხვადასხვა სახის მასალისგან საკუთარი ხელით შექმნილი სასცენო დეკორაციები, პერსონაჟები წარადგინეს და საბავშვო მწერლობის ნიმუშებიდან თუ ანიმაციური ფილმებიდან მოკლე სიუჟეტები „გააცოცხლეს“.