ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებამ ქობულეთის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
16-03-2018
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის №6 საჯარო სკოლის ეთნოგრაფიული კლუბის წევრები ქემალ თურმანიძის კერძო ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს და ვიზუალურად აღიქვეს თუ როგორ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მუზეუმის დაამარსებელი სკოლის მოსწავლეების სტუმრობამ გაახარა. ქემალ თურმანიძე მოსწავლეებს მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ესაუბრა.
„მუზეუმში სტუმრობამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია