მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ
18-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7ა, მე-7ბ და მე-8ა კლასების მოსწავლეები (მასწავლებელი მარინა საბაშვილი) პროექტში - „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“ წარმატებით არიან ჩართულები.
„პროექტი ტარდება გუდავაძე-პატარკაციშვილის და ასევე, ჩვენი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით; მონაწილე 150 სკოლიდან შერჩეულია 20 და მათ შორის ჩვენი სკოლა; მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული დებატების კლუბში. სკოლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მამოტივირებელია პროექტის მხარდამჭერების - სოფო ვეფხვაძის და თინათინ ცერცვაძის სუპერვიზირების განხორციელება სკოლებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს