თბილისის N103 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ
18-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები იქ თავიანთი დამრიგებლის (დ.მარღიშვილი) ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. მათ მუზეუმის შენობა და მიმდინარე გამოფენები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.

მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, შედეგად გაეცნენ კამფეტების ისტორიას და დიზაინერებთან ერთად, მათ შეფუთვაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

მეორეკლასელები აქტივობაში ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ეს დღე ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203