„როგორ დავადგინოთ ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების PH?“ - გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა
18-05-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. გაიმართა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქიმიაში. დავალების თემა გახლდათ - „როგორ დავადგინოთ ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების PH?“.

მოსწავლეებმა დაამზადეს ინდიკატორი წითელი კომბოსტოსგან და მისი საშუალებით დაადგინეს ლიმონის წვენის, თეთრი ძმრის, სუფრის მარილის, ვაშლის წვენის, თხევადი საპნის, შამპუნის და კიდევ სხვა ნივთიერებების PH.  

ექსპერიმენტის მსვლელობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. დავალების შესრულების დროს მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად აწარმოებდნენ კვლევებს, მოიძიეს რესურსები.

„მათ აჩვენეს მაღალი ენთუზიაზმი, აიმაღლეს მოტივაცია. მოსწავლეებს მიღებული შედეგი დაეხმარებათ ცოდნა გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203