
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
შესაბამისად, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, დედამიწის საერთაშორისო დღე. ამ დღეს მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს და გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს
„დედამიწა ჩვენი სახლია და გაუფრთხილდეთ მას! დედამიწის დღე პრევენციაა არ გავჩეხოთ ტყე, რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, დავრგოთ მწვანე ნარგავები. გვახსოვდეს მწვანე საფარი დედამიწის ფილტვებია!“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტო: