ზედა ვანის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლების გაკვეთილებს ასოცირებული პროფესორი დააკვირდა
18-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის ლიდერ მასწავლებლებს გაკვეთილებზე დააკვირდნენ. 

მათემატიკის მასწავლებელმა ნინო ხარძეიშვილმა გაკვეთილი მე-2 კლასში, ხოლო ქართული ენის მასწავლებელმა ნელი ხარძეიშვილმა მე-4 კლასში ჩაატარა. 

მათ მიმდინარეობას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ვლადიმერ (კახა) ადეიშვილი აკვირდებოდა. 

ზედა ვანის საჯარო სკოლა ჩართულია USAID-ის დაწყებითი განათლების პროგრაში, სადამკვირვებლო პროცესი სწორედ მის ფარგლებში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203