
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „თამარ - ამბავი რუსთაველისა“ წარმოადგინეს.
წარმოდგენა თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ამ დღეს სოფელ გეგუთში თამარის ციხეზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თამარობა“ აღინიშნება. სწორედ იქ წარსდგნენ სკოლის მოსწავლეებიც.
მათ შესაბამისი ტანისსამოსი მოირგეს და მე-12 საუკუნის საქართველო გააცოცხლეს. მოსწავლეებმა „ოქროს ხანის“ ადამიანები თვალნათლივ დაანახეს დამსწრე საზოგადოებას.
მათმა ნომერმა მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.
ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად გაიმართა დოღი.
იხილეთ ფოტოები: