ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
18-05-2022

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც დედაენის დღე. მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ჩატარდა. 

„სკოლაში ტრადიციულად აღვნიშნეთ დედაენის დღე, მიულოცეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, თუ რა დიდ საგანძურს ვფლობთ ჩვენი ენის სახით, რაოდენ დიდი ძალისხმევა სჭირდება ენის გაფრთხილებას, შენარჩუნებას და თაობებისათვის იმის გადაცემას, თუ როგორ მოვიტანეთ ჩვენი ენა აქამდე, რაოდენ ჭირნახული და რა ქარტეხილები გამოვლილია ჩვენი ენა, როგორ ვიბრძოლეთ მის შესანარჩუნებლად და რაოდენ ამაყები ვართ რომ გვაქვ ენა ქართული.

სკოლაში ჩატარდა გამოფენა ამ დღესთან დაკავშირებით, რომელზეც წარმოდგენილი იყო, როგორც პირველკლასელთა, ასევე მაღალკლასელი ბავშვების ნამუშევრები, მადლობა ქართულის კათედრას, ესთეტიკის კათედრას, დაწყებითების კათედრას ჩართულობისთვის და აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203