გორელოვკის N2 საჯარო მოსწავლეებმა გაკვეთილზე ცოცხალი სამყაროსა და სასიცოცხლო პროცესების ირგვლივ საინტერესო კითხვები დასვეს
16-03-2018
გორელოვკის N2 საჯარო სკოლის V და VI კლასის მოსწავლეებს შორის ბუნებისმეტყველებაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, სახელწოდებით „როგორ წარმოიქმნება წვიმა და თოვლი". 

გაკვეთილის მიზანი იყო კვლევისა და მსჯელობის უნარების განვითარება, რაც პედაგოგის აზრით, საშუალებას იძლევა სამყაროს უკეთ შეცნობისა და გათავისების. ცოცხალი სამყაროსა და სასიცოცხლო პროცესების ირგვლივ მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს.   
 
გაიმართა შეჯიბრი კლასებს შორის, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ შედგენილი კითხვარი გამოიყენეს. მოსწავლეების კოლაბორაციამ, ანალიზმა და მსჯელობამ შედეგი გამოიღო. მეტი სწორი პასუხის მქონე მოსწავლეები მეხუთე კლასიდან დასახელდნენ. გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. 
 
მასწავლებლის თქმით, ბავშვებში საბუნებისმეტყველო დისციპლინებისადმი ინტერესის გაღვივება აუცილებელია, რაც სახალისო შეჯიბრებების გზით არის შესაძლებელი.  
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203