არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
18-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები კრივში დიდი წარმატებით ასპარეზობენ.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გორ აივაზიანი ბულგარეთში ჩატარდებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონი გახდა.
მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლე მოკრივეთა შორის, მერვე კლასის მოსწავლეებმა, ხაჩატურ ინდოიანმა და რუსლან გმბოიანმა პირველობა არავის დაუთმეს, ხაჩატურმა პირველი ადგილი, რუსლანმა კი მეორე ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მათი სპორტული მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„დირექცია ულოცავს მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს მანუკ დავთიანს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს მათ მომავალში წინსვლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს