
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსს სთავაზობენ.
სკოლაში ამჯერად, კონკურსი „საუკეთესო მკითხველი“ და საგაზაფხულო ზეიმი ჩატარდა. მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
ღონისძიება დაგეგმეს დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა: ზეინაბ გოგიაშვილმა, თამარ აფციაურმა და თამილა ჯიჯელავამ.
კითხვის კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელი. ჟიურიმ გამოავლინა პირველი, მეორე და მესამეადგილოსნები.
საგაზაფხულო ღონისძიების თემა კი იყო - ყვავილები. მოსწავლეებმა ყვავილების როლი მოირგეს. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
იხილეთ ფოტოები: