
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა, პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამიტომ მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან.
ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარა რუსული ენის მასწავლებელმა, ანნა ნრანიანმა მე-6 კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: