დაბა კაზრეთის N1 სკოლაში ამერიკიდან დაბრუნებულ მოსწავლეს, თამარ ჯაყელს ოვაციებით დახვდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ამერიკიდან დაბრუნებულ მოსწავლეს, თამარ ჯაყელს, რომელიც FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახლავთ, განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს.
სკოლაში წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს სიყვარულითა და ოვაციებით შეხვდნენ. თამარის წარმატება კი სხვა მოსწავლეებისთვის სამაგალითო და მოტივაციის მიმცემია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს. თითოეული ბავშვის წარმატება კი არამხოლოდ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის საამაყო.
იხილეთ ფოტოები: