„ერთად ვიკითხოთ წიგნები“- მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული პროექტი ხორციელდება
18-05-2022

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტი „ერთად ვიკითხოთ წიგნები“ ხორციელდება. 

მასში  VI- VII კლასის წიგნის კითხვის მოყვარული მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის (ე. ვარდიაშვილი) ხელმძღვანელობით, მონაწილეობენ. 

გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც განხილული იყო ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, ასევე მოსწავლეებმა თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. 

ნორჩ მკითხველთა სლოგანია:  „ყველამ ერთად შევიყვაროთ  წიგნები, ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან“. 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

სკოლაში აღნიშნული პროექტი აქტიურად გრძელდება, უკვე დაიგეგმა ყოველკვირეული შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, მოსწავლეები წაიკითხავენ მათთვის საინტერესო ნაწარმოებებს და გაიმართება დისკუსია.

„წიგნის მოყარულებმა დააკონკრეტეს საკუთარი შეხედულებები: სამყაროზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე, დღევანდელ საერთაშორისო მდგომარეობაზე, ოკუპაციასა და „ნატოზე". 
პროექტი როგორც მკითხველთა არიალის გაზრდას, ასევე  საკითხავი ლიტერატურის გამრავალფეროვნებას მოიცავს. პროექტის აქტიური მხარდამჭერია სკოლის ბიბლიოთეკარი: ა. რუსაძე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203