„ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის დამრიგებელმა, ხათუნა უსტიაშვილმა პროექტი -„ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ განახორციელა.

მოსწავლეებმა ეტაპობრივად შეასრულეს განსახორციელებელი აქტივობები. გაეცნენ ინფორმაციას, წარმოადგინეს პრეზენტაციები, გამართეს დისკუსია არსებულ პრობლემაზე და დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნარჩენებისგან უამრავი ნივთი დაამზადეს.

„პროექტმა ხელი შეუწყო ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, მოსწავლეთა შემოქმედებით ხედვას და ცნობიერების ამაღლებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203