დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
18-05-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა.

სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. პატარებმა სასკოლო გარემო დაათვალიერეს და მასწავლებლებს გაესაუბრნენ. პედაგოგებმა მათ სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებით ელიან. მათ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და პროფესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგები დახვდებათ. 

​იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203