ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო
18-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

ამჯერად, სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციაში ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203