თეთრიწყაროს N2 სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგმა და მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
17-05-2022
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში პროექტი „გარემოს დაცვა“ მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა მის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი და საინფორმაციო პლაკატი შექმნეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდენენ.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ნამუშევარი ფიროსმანის „მებადურის“ მოტივებზე სახვითი ხელოვნების პედაგოგმა შოთა ეფხოშვილმაც შექმნა.
სკოლის ადმინისტრაცია პროექტში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისა და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს