ენაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კონკურსის ფარგლებში, ხელნაკეთ წიგნს შექმნიან
17-05-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მე-3-მე-6 კლასის მოსწავლეები, ლიდერ მასწავლებელთან ერთად, საინტერესო პროექტში მონაწილეობენ. 

პროგრამის - „წიგნის მეგობარი“, პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის უნივერსიტეტის ლექტორ გიორგი გახელაძისა და საბავშვო მწერალ -ირმა მალაციძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა „ხელნაკეთი წიგნი“ შექმნან, რომელშიც მათივე შექმნილი მოთხრობა ან ზღაპარი ეწერება. წიგნში უნდა იყოს ილუსტრაციებიც და გამოიყურებოდეს ისე, როგორც ნამდვილი წიგნი. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

„მე მჯერა ჩვენი წარმატების, ჩემო ყოჩაღებო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203