ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი შემეცნებითი აქტივობა
17-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ბუნებისმოყვარულთა კლუბის წევრები პედაგოგებთან: ინგა ფხაკაძესთან, მარეხი ნიქაბაძესთან და რუსუდან კუჭუხიძესთან ერთად იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“, სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრს ეწვივნენ.

ცენტრის ეკოლოგი ელენე გამყრელიძე „ეკოპლანეტელებს“ ნარჩენების რაობასა და კლასიფიკაციზე, განთავსებასა და ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელის 5 ძირითად კომპონენტზე ესაუბრა.

ცენტრის თანამშრომელმა არჩილ ტყაბლაძემ მოსწავლეებს მაღალი სიმკვრივის პლასტიკის ნარჩენების რეციკლირების პროცესი გააცნო და გადასამუშავებლად გამოიყენეს თავად მოსწავლეების მიერ შეგროვებული პოლიეთილენი.

მაღალი იყო მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა.

სამომავლოდ, პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, სკოლაში მრავალფეროვანი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები დაიგეგმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203