„მომავალი თაობა ხმას ვიმაღლებთ ომისა და ძალადობის წინააღმდეგ“-საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადამიანის თავისუფლებისა და ღირებულებების სადარაჯოზე
17-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო - შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებზე, ფაშისტური იდეოლოგიის ვერაგულ პოლიტიკაზე, და ომის შედეგებზე ისაუბრეს.
„ნახეს ვიდეომასალა, რომლის კადრებშიც ჩანდა ნაცისტთა სისასტიკე. ამ ომმა 40 მილიონი მარტო მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. მრავალი ადამიანის თავდადების შედეგია, რომ კაცობრიობა დღეს დგას ადამიანის თავისუფლებისა და ღირებულებების სადარაჯოზე.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ხმამაღლა გაიჟღერა სიტყვებმა: „ჩვენ, მომავალი თაობა, ხმას ვიმაღლებთ ომისა და ძალადობის წინააღმდეგ".
შეხვედრის დროს გაიხსენეს ფრონტზე გაწვეული ჩვენი სოფლის ღირსეული შვილები. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ყვავილებით შეამკეს სოფლის ცენტრში აღმართული შინმოუსვლელთა სტენდი (ისტორიის მასწავლებელი ნ. ბაკურია)“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს