საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თათა კუსიანი დებატებში მონაწილეობდა
17-05-2022
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ყოველთვის დიდი ხალისით მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თათა კუსიანი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობდა, რომელიც სხვიტორის აკაკი წერეთლის მუზეუმში ჩატარდა.
თათა კუსიანი დებატებში საჩხერის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდის წევრის სტატუსით ჩაერთო.
„საჩხერის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის დებატებისა და განათლების ინსტიტუტს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის!
საჩხერის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილ გუნდში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდა მერვე კლასის მოსწავლე თათა კუსიანი. წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს