თბილისის N32 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას კურსდამთავრებულებმა საბავშვო წიგნები აჩუქეს
თბილისის N32 საჯარო სკოლა არამხოლოდ საუკეთესო და საინტერესო სასწავლო გარემოთია გამორჩეული, არამედ საუკეთესო კურსდამთავრებულებითაც.
მშობლიურ სკოლას და მის ამაგს მოსწავლეები წლების შემდგომაც არ ივიწყებენ.
ამჯერად, 1973 წლის კურსდამთავრებულებმა თბილისის N32 საჯარო სკოლას საოცარი და უაღრესად სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთეს.
სკოლის ბიბლიოთეკას საბავშვო სერიის - „ბავშვების თანამგზავრების“ ძალიან საინტერესო წიგნები შეემატა.
„დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის და მადლობა, რომ მუდამ გახსოვთ ჩვენი სკოლა“, - აღნიშნულია მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტო: