„საქართველო დავით აღმაშენებლის დროს და დღეს“- კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა
17-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის აქტიურ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ზრდიან, რომლებიც შემდგომ საუკეთესო რეფორმატორებად ყალიბდებიან.
ამჯერად, მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. ბავშვებმა დებატები თემაზე - „საქართველო დავით აღმაშენებლის დროს და დღეს“ გამართეს.
XXI საუკუნის მოზარდებმა საქართველოს გაერთიანებისთვის რჩევებიც კი მოამზადეს და საინფორმაციო-ისტორიული ტექსტიც მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა პროდუქტის სახით - „დავით აღმაშენებლის წერილი მე-2 კლასელებს“ შექმნეს.
„შევქმნათ საუკეთესო მომავალი ჩვენი წილი პასუხისმგებლობით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს