გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში - კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ
17-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს თემაზე - „უძველესი ადამიანები. არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში“ გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში ჩაუტარდათ.

სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმმა უმასპინძლა.

„მოტივირებული და გახარებული ჩვენ. მადლობა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საოცარ თანამშრომლებს, კომპეტენტურებს და თბილებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203