„ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ - ჩიხის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
17-05-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ მიმდინარეობს. 

პროექტი „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში ხორციელდება. 

სკოლაში ექსპერტ გივი გაგნიძეს უმასპინძლეს, რომელმაც საპროექტო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. 

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც სკოლა სტუმარს მადლობას უხდის.
 
„მადლობა ბატონ გივის საინტერესო შეხვედრისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203