„დედამიწა ჩვენი სახლია“ - სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ღონისძიება
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგის, როზა ბაღდავაძის ხელმძღვანელობით დედამიწის საერთაშორისო დღე ღონისძიებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ აღნიშნეს.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა თემატური ნამუშევრები შეასრულეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: