ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართა
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „კულინარიული დუელი“ გაიმართა.
აქტივობა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. მასში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეების ორი გუნდი „შოკოლადები“ და „გურმანები“ მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს გემრიელი კერძების მომზადებაში ეჯიბრებოდნენ.
ორივე გუნდმა ღირსეულად და წარმატებულად ისაპარეზა.
„შოკოლადების“ ხელმძღვანელი ლალი გრიქუროვი, ხოლო „გურმანებს“ ნინო დოიჯაშვილი იყო.
მოსწავლეთა ნამუშევარი ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც სკოლის დირექტორი ემზარ მამისაშვილი და პედაგოგები: მედეა ტრამაკიძე, ნანა ჩარაშვილი, ნინო საური, დარეჯან ვაშაგაშვილი, ია მეტრეველი და ირმა წერეთელი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: