ბოლნისის N5 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა.
თამაში ბოლნისის ახალგაზრდული სათემოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 სკოლა მონაწილეობდა.
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გუნდს საჩუქრად ბროლის თასი გადაეცა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას! დიდი მადლობა ორგანიზატორებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: