გელათის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წამახალისებელ გათამაშებაში წარმატებას მიაღწიეს
17-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა წინასააღდგომო გათამაშებაში წარამტებას მიაღწიეს. 

გათამაშება English Book Education-მა, მთელი საქართველოს მასშტაბით, აპრილში გამოაცხადა. მასში ინგლისური ენის პედაგოგები და მათი მოსწავლეები ჩაერთნენ. 

გელათის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ასმათ დათიაშვილმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტოები English Book Education-ის ოფიციალურ გვერდზე გაიგზავნა. 

გათამაშების ბოლოს გამარჯვებული სკოლები გამოვლინდა, მათ შორის კი გელათის საჯარო სკოლაცაა. 

მასწავლებელი დაჯილდოვდა Macmillan Education-ის სერტიფიკატებითა და აქსესუარებით; მოსწავლეებს გადაეცათ Macmillan Education ის სერტიფიკატები. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203