გელათის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ავეტოსოვამ ვეფხისტყაოსნის ზეპირად კითხვის კონკურსში ჟიურის სიმპატია დაიმსახურა
17-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანი ავეტოსოვამ კონკურსში „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს ზეპირად“ ჟიურის სიმპატია დაიმსახურა. 

აღნიშნული კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებული იყო. 

ანი ავეტოსოვა მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთო და წარმატებას მიაღწია. მან თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ.

„ანი ავეტოსოვა მე-2 კლასის წარმატებული მოსწავლეა. ვულოცავთ მას და ულევ წარმატებას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203