„მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოს გაცნობა“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
„მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოს გაცნობა“ უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. მოსწავლეებმა კერძები და ტკბილეული დაამზადეს.
მასპინძელი კლასები სტუმრებს კერძებსა და მათი დამზადების წესს ინგლისურ ენაზე უხსნიდნენ.
აქტივობა ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოდგა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: