თამარისის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
17-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს, დიდი მონდომებით, აქტიურად აღნიშნავენ. 

სწორედ ამიტომ, დედაენის დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძეიბა მიეძღვნა.

გამართულ ღონისძიებაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
მოსწავლეებმა ქართული ენისა და დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203