თბილისის №61 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და ბებიები ერთმანეთს ჰაერის ბუშტით სირბილში შეეჯიბრნენ
16-03-2018
თბილისის №61 საჯარო სკოლის 1ვ კლასში პროექტ ,,მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" ფარგლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრება ჩატარდა. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ფიქრია კუჭუაშვილი ხელმძღვანელობდა. შეჯიბრში მოსწავლეები, მათი მშობლები და ბებიები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მოიცავდა ისეთ საინტერესო აქტივობებს, როგორებიცაა: ბაგირზე ცოცვა, ჰაერის ბუშტით სირბილი, სახით მარცვლეულიდან მცირე ზომის ნივთის ამოღება და ხელის დახმარების გარეშე ვაშლის ჭამა მამა-შვილისგან.
შეჯიბრს სპეციალური ჟიური აკვირდებოდა და აფასებდა.
,,მაღალი შედეგების მისაღწევად თითოეულმა მონაწილემ თავდაუზოგავად იბრძოლა“,- აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია