თამარისის N1 სკოლაში სპორტის პედაგოგ ანზორ გოგინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
17-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის ანზორ გოგინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში სხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ყველა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

„ბატონო ანზორ, ჩვენ და თქვენს აღსაზრდელებს ყოველთვის გვემახსოვრებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203