თბილისის N103 სკოლის მოსწავლე დავით გრიგორიანმა ესპანეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში II ადგილი დაიკავა
17-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის XI კლასის მოსწავლე დავით გრიგორიანი ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ „ფიესტალონიაში“ მონაწილეობდა.
დავით გრიგორიანი სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ანის“ სოლისტ-ვოკალისტი და სომხური სექტორის მოსწავლეა.
„ფიესტალონიის“ ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ვოკალისტმა დავით გრიგორიანმა საპატიო II ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა პრიზითა და საპატიო დიპლომით.
სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი „ფიესტალონია“ (ქალაქ თბილისის კოორდინატორი ენ-სტუდიის ხელ-ი: არმინე მათევოსიანი). ფესტივალში მონაწილეობდა ჩვენს სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ანის“ (ხელ-ი: ანგელინა ნაზარიანი) სოლისტ-ვოკალისტი, სომხური სექტორის XI კლასის მოსწავლე დავით გრიგორიანი. ვულოცავთ დავითს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში შემოქმედებით წარმატებებს!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს