გორგაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა მუნიციპალურ შეჯიბრში I ადგილი მოიპოვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობდნენ.
ამჯერად, სკოლა მორიგ გამარჯვებას ზეიმობს. ფრენბურთის ვაჟთა გუნდმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში I ადგილი მოიპოვა.
„წარმატებებს ვუსურვებთ გუნდის თითოეულ მონაწილეს და გუნდის მწვრთნელს, ბატონ ბიჭიკო თამაზაშვილს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: